ჩვენ შესახებ

“Georgian Liberty“ არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზცია, რომელიც 2021 წლის სექტემბერში ორმა მოზარდმა დააარსა. ჩვენი მიზანია ცნობადობის ამაღლება კონფლიქტურ და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ მასშტაბზე. ჩვენ ვაწვდით ომთან და აქტიურ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ნებისმიერ საიტის მომხმარებელს. ჩვენ გვინდა შევქმნათ სანდო ინფორმაციის წყარო აქტიურ პოლიტიკურ თემასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. პროექტის მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევა მსოფლიო მასშტაბზე კონფლიქტური სიტუაციის წარდგენა.

ჩვენი მთავარი ღირებულება არის მკაფიოდ და ობიექტურად წარმოჩენილი ინფორმაცია, რომელიც არ ატარებს არანაირ პროპაგანდისტულ ან კონტროვერსიულ შინაარსს და აჩვენებს მომხმარებლებს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და მოვლენებს. ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობთ ოკუპაციასთან, დეოკუპაციასთან და კონფლიქტურ სიტუაციებთან დაკავშირებით საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე.
ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ საზოგადოებრივი, სამართლებრივი, შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხების განხილვაში. ჩვენ ვამზადებთ დამოუკიდებელ კვლევებს, დასკვნებს და სოციალურ პროექტებს. ჩვენ ხელს ვუწყობთ სამოქალაქო კამპანიების ჩატარებას, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ მოსახლეობის ინფორმირებას და ჩართულობას. ამჟამად ჩვენ გვაქვს გეგმები მომავალი პროექტებისთვის, რომლების მთავარი მიზნები იქნება: საკითხის პოპულარიზაცია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ციფრული კომუნიკაციის აღდგენა და გამარტივება. თუ დაინტერესებული ხართ ჩვენი პროექტით და გსურთ გაგვიზიაროთ თქვენი აზრები, დაგვიკავშირდით.

ბორდის წევრები

გიორგი კახიანი

გიორგი კახიანი

თავმჯდომარე, “ჯორჯიან ლიბერთის” თანადამფუძნებელი.

ნიკოლოზ სირბილაძე

ნიკოლოზ სირბილაძე

“ჯორჯიან ლიბერთის” თანადამფუძნებელი.

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

`ჯეოქეისის` თავმდჯომარე

მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

გიორგი ბილანიშვილი

გიორგი ბილანიშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარი

თიკა რუხაძე

თიკა რუხაძე

ეროვნული სასახლის დირექტორი

გიგი გიგიაძე

გიგი გიგიაძე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი

ლაშა ჩანტლაძე

ლაშა ჩანტლაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

დავით კლდიაშვილი

დავით კლდიაშვილი

იურისტი

პარტნიორები